HARDWARE CATALOG / 29.10.2026
კატალოგის წყაროები.
ასაწყობი მოიცავს AMD / Intel desktop პროცესორებს, NVIDIA / AMD / Intel ვიდეოკარტებსა და ზოგად კომპონენტების პროფილებს. ეს სია მაღაზიის მარაგისგან დამოუკიდებელია. მობილური, სერვერული და დაუდასტურებელი ნაწილები სრულად დაფარული არ არის. ქულერის კომპლექტაციით გამეორებული CPU სახელები გაერთიანებულია; არსებული შენახული აწყობების ID-ები შენარჩუნებულია.
მახასიათებლების წყაროები
- AMD — პროცესორების ოფიციალური სპეციფიკაციები. გამოყენებულია სოკეტიანი desktop/workstation მოდელების ფაქტობრივი მონაცემები; MHz ნორმალიზებულია GHz-ში.
- Intel — desktop პროცესორების პლატფორმები, Core i5 comparison chart და Core i7 comparison chart. ძველი პროცესორების შერჩეული მახასიათებლები და სოკეტების ოჯახები.
- CalculateBottleneck.com Hardware Reference Dataset v2.4 (September 2026), CC BY 4.0. მონაცემები გაფილტრულია desktop მოდელებზე; სახელები და მახასიათებლები ნორმალიზებულია, უცნობი მნიშვნელობები დატოვებულია უცნობად, ფასები გამოტოვებულია. გამომცემლის ინდექსი გაზომილ FPS-ად არ გამოიყენება.
- GPU specifications by Debarshi Das — gpu-specs v0.1.0, CC BY 4.0. NVIDIA-ს შერჩეული reference მახასიათებლების ფაქტები და მწარმოებლის წყაროები. მონაცემები შერჩეული და ნორმალიზებულია; ეს არ ნიშნავს ავტორთა მხარდაჭერას ან პარტნიორობას.
- Intel Arc-ის, AMD Radeon-ისა და NVIDIA GeForce-ის წყაროების ინდივიდუალური ბმულები ჩანს ნაწილის ინფორმაციის ფანჯარაში. ძველი GPU-ების ზოგი სახელი დადასტურებულია მწარმოებლის მხარდაჭერის სიებით ან AMD-ის მიერ Khronos-ში წარდგენილი პროდუქტებით; დაუდასტურებელი რიცხვები არ დამატებულა.
ნაწილების ფოტოები
ასაწყობში გამოყენებულია მწარმოებლების პროდუქტისა და სერიის ფოტოები. საერთო პროფილებთან ნაჩვენები ტიპის მაგალითი შესაბამისი წარწერითაა მონიშნული. ფოტოების წყაროები ↗ · განცხადებების ფოტოების წყაროები ↗
როგორ წავიკითხო შედეგი
- 3D — PCLSHOP-ის საერთო Reference დიზაინი. ეს არ არის ყველა კონკრეტული მოდელის გაზომილი CAD. ქეისი კვლავ ერთიანი Endura 240 პროფილია.
- დედაპლატა — ჩიპსეტის, სოკეტის, ფორმატისა და RAM-ის ზოგადი პროფილი. სლოტების/პორტების რაოდენობა პროფილის ნაწილია. ზუსტი მოდელი, BIOS და QVL ცალკე შესამოწმებელია. LGA1151-ის 6/7 და 8/9 თაობები გამიჯნულია; RDIMM და UDIMM ურთიერთჩანაცვლებადი არ არის.
- ფასი დასაზუსტებელია — ახალი ნაწილის ფასი არ არის შეტანილი. ნაჩვენები ჯამი მოიცავს მხოლოდ დაფასებულ ნაწილებს; დაუფასებელი აწყობა კალათაში არ გადადის.
- FPS მონაცემი ჯერ არ არის — ამ CPU/GPU კომბინაციისთვის სანდო კალიბრაცია არ გვაქვს; რიცხვი არ გამოითვლება. მხარდაჭერილი ძველი პროფილების FPS კვლავ მხოლოდ საილუსტრაციო შეფასებაა, რეალური თამაშის გაშვება არ ხდება.
- სიმძლავრის შეფასება — TDP თერმული პარამეტრია და მაქსიმალურ მოხმარებას არ უდრის. უცნობი დატვირთვა ზოგადი პროფილითაა შეფასებული და გაფრთხილებით ჩანს. ფიზიკური ზომები/კონექტორები რეალურ კომპონენტებზე გადაამოწმე.